კახეთში კოვიდ 19-ით 2 პირი გარდაიცვალა

კახეთში, კოვიდ 19-ის დიაგნოზით 2 პირი გარდაიცვალა. როგორც დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა, ორივე მათგანი ასაკოვანი იყო და მკურნალობის კურსს საავადმყოფოში გადიოდნენ.

“კახეთში დღეს კორონავირუსით 2 პაციენტი გარდაიცვალა. ორივე გარდაცვლილი ასაკოვანი მამაკაცია, ისინი სიღნაღის და ლაგოდეხის რაიონიდან იყვნენ. ორივე საავადმყოფოში გარდაიცვალა”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

რეგიონში, დღის განმავლობაში გამოჯანმრთელებულ პირთა რაოდენობამ 218 შეადგინა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები