ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად 7 ადამიანი დაშავდა

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 7 ადამიანი დაშავდა. ერთმანეთს გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. დაშავებული მგზავრები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა.

კლინიკა ბიემსი-ში ამბობენ, რომ სამედიცინო დაწესებულებაში სამი პაციენტი შეიყვანეს, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. უტარდებათ შესაბამისი კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები.
თვითმხილველების თქმით, ერთ-ერთი ავტომობილიდან მგზავრის ამოსაყვანად, მანქანის სპეციალური ტექნიკით გაჭრა გახდა საჭირო.
როგორც ,,რეგიონულ კვირას” შს სამინისტროში განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება 276 მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები