თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალის გომის მონაკვეთზე ავარიას მსხვერპლი მოჰყვა
თბილისი-სენაკის ავტომაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. ავარია გომის მონაკვეთზე მოხდა. ერთმანეთს მიკროავტობუსი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.
დაშავებულები ქარელის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
შს სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.