მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდს EURO 5-ის სტანდარტის ავტობუსები გადასცა

მუნიციპალური განვითარების ფონდმა ზუგდიდის EURO 5-ის სტანდარის ავტობუსები გადასცა. მუნიციპალიტეტი სულ 25 ახალ ავტობუსს მიიღებს, – ამის შესახებ „რეგიონულ კვირას“ სამეგრელო ზემო-სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.
მათი ინფორმაციით, სატრანსპორტო საშუალებები სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
ახალი ავტობუსები გათვლილია 8.5 მეტრზე და გათვლილია 50 მგზავრზე. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი სხვადასხვა მუნიციპალიტეტებს 175 ერთეულ ავტობუსს გადასცემს. ავტობუსების შესყიდვა საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება. პროგრამა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და კონტრაქტის საერთო ღირებულება 18.7 მილიონ ევროს შეადგენს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები