ქუთაისში სააპელაციო სასამართლოსთან საპროტესტო აქციაა

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან საპროტესტო აქციაა. საქმე 2019 წელს მომხდარ გახმაურებულ მკვლელობას ეხება, როდესაც კაცმა ბიზნესპარტნიორი მოკლა.

ბრალდებული ალექსანდრე ტოგონიძის ახლობლები საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და საქმეში არსებულ უზუსტობებზე საუბრობენ.

მათი თქმით, არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რომელიც ალექსანდრე ტოგონიძის ბრალეულობას დაამტკიცებდა. დაკავებულის ახლობლები სააპელაციო სასამართლოს საქმის სწორად შესწავლისკენ მოუწოდებენ და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გაბათილებას მოითხოვენ. ასევე, მათი მოთხოვნაა პროცესი არადისტანციურ რეჟიმში ჩატარდეს.
ცნობისთვის, ალექსანდრე ტოგონიძე 2019 წლის ნოემბერში მეგობრის მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, მას ქუთაისის საქალაქო სასამართლომ 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები