ბათუმში, მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქციაა

აჭარის მთავარ სამმართველოსთან საპროტესტო აქციაა. “ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებული არასამთავრობო მოძრაობის “ალტერნატივას” წევრები აჭარის უმაღლეს საბჭოსთან აქციის მონაწილეების დაკავებას აპროტესტებენ. მათი თქმით, არ შეეგუებიან მშვიდობიანი მოქალაქეების დაკავებას.
“ყველას აქვს აზრის გამოხატულების თავისუფლება, არავის არაფერი ჩაუდენია ისეთი რომ დაეკავებინათ. ჩვენ ვაპროტესტებთ უსამართლობას და აუცილებლად მივალთ რეალურ შედეგებამდე”, – განაცხადეს აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
ცნობისთვის, დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოსთან “ალტერნატივას” 7 წევრი დააკავეს, როდესაც ისინი აჭარის უმაღლესი საბჭოს ღობეზე სტიკერების გაკვრას ცდილობდნენ. ადგილზე მცირე ინციდენტიც მოხდა, რაც პოლიციამ განმუხტა.

პარალელურ რეჟიმში უმარლესი საბჭოს პირველი სხდომა მიმდინარეობდა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები