აჭარის უმაღლეს საბჭოსთან აქციაზე პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის გამო კიდევ 3 პირი დააკავეს

აჭარის უმაღლეს საბჭოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის გამო კიდევ 3 პირი დააკვეს. ისინი ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაცია „ალტენატივას“ წევრები არიან.

აქციის მონაწილეები პროტესტის გაგრძელებას აჭარის მთავრობის სახლთან აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ აჭარის უმაღლესი საბჭოს შენობასთან აქციას ორგანიზაცია სხდომის პარალელურად დაიწყო. მათ არჩევნების შედეგი გააპროტესტეს და აქციაზე ნაგვის ურნები მიიტანეს. იყო მცირე ინდიცენტიც. აქციის მონაწილეებს ერთ-ერთი მოქალაქე დაუპირისპირდა და ისინი მიზანმიმართულ დესტრუქციაში დაადანაშაულა.
სიტუაცია პოლიციამ განმუხტა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები