კაბალის თემში აზერბაიჯანელ მოსახლეობას კოვიდ19-ზე საინფორმაციო ბროშურები გადაეცა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის კაბალის თემში შემავალ სოფლებში მცხოვრებ ეთნიკური უმცირესობებს კორონავირუსთან დაკავშირებით ორენოვანი საინფორმაციო ბროშურები დაურიგდათ. საინფორმაციო კამპანიაში მუნიციპალიტეტის მერი მოხალისეებთან ერთად ჩაერთო.

“აღნიშნულ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია მოქალაქეების ცნობიერების გაზრდა პანდემიის შესახებ.
ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან და გუბერნიასთან ერთად
აქტიურად ვატარებთ მოსახლეობასთან საინფორმაციო სახის კამპანიებს.
ეთნიკურად აზერბაიჯანელ მოქალაქეებს ვურიგებთ ორენოვან ბუკლეტებს [ბროშურებს].
მოსახლეობას შეუძლია გაეცნოს სახელმწიფოს მიერ დადგენილ რეგულაციებს მარტივად, იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ აღნიშნული ვირუსის გავრცელება”, – განაცხადა ჯონდო მდივნივილმა.

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირების კამპანია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები