აჭარაში უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.
უმაღლეს საბჭოში თავმჯდომარეს და ვიცე-სპიკერს ირჩევენ. თავმჯდომარის პოსტზე მეორე ვადით დავით გაბაიძის კანდიდატურაა წარდგენილი, ხოლო მისი მოადგილის პოზიციზე – ტიტე აროშიძის.
ამის პარალელურად, აჭარის უმაღლესი საბჭოს წინ ოპოზიციის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან. არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრების თქმით, ისინი საყვირებითა და შეძახილებით გამოხატავენ პროტესტს.
შეგახსენებთ, რომ “გაერთიანებული ოპოზიციის” წევრებმა, რომლებმაც უმაღლესი საბჭოს მანდატი მოიპოვეს, საბჭოში შესვლაზე უარს ამბობენ. მათი თქმით, 2020 წლის საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები არალეგიტიმურია.