სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის 86 შემთხვევა გამოვლინდა
სამცხე-ჯავახეთში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 86 პირი დაინფიცირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 837 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 461 შემთხვევა, აჭარა – 263, იმერეთი – 646, ქვემო ქართლი – 245, შიდა ქართლი – 262, გურია – 100, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 404, კახეთი – 254, მცხეთა-მთიანეთი – 90, სამცხე-ჯავახეთი – 86, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 26”, – განაცხადა სიჭინავამ.
ცნობისთვის, რეგიონში სულ 3 443 შემთხვევაა რეგისტრირებული, მათგან გამოჯანმრთელებულია – 1 437, ხოლო 30 – გარდაიცვალა.