აჭარაში კოვიდინფიცირების მაჩვენებელმა იკლო – ეპიდვითარება რეგიონში
ბოლო 24 საათის განმავლობაში აჭარაში კორონავირუსის 263 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გამოჯანმრთელდა 467 პაციენტი. ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, რეგიონში დღემდე გამოჯანმრთელებულია 26 322 პირი.
კლინიკა დატოვა 125-მა პაციენტმა.
კოვიდ კლინიკებში მართვით სუნთქვაზე 43 პაციენტი იმყოფება.
კოვიდ სასტუმროში – 1 268 პირია მოთავსებული.