კოვიდინფიცირების 26 ახალი შემთხვევა რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთში გამოვლინდა
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში კორონავირუსის 26 ახალი დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირდა. მათგან 3 ონში, 5 – ამბროლაურში, 9 – ცაგერში, ხოლო 4 ლენტეხში გამოვლინდა.
ადგილობრივ ეპიდემიოლოგთა განცხადებით, დაინფიცირებულთა უმეტესობა თვითიზოლაციაში მყოფი პირებია და შესაძლო კონტაქტებიც ნაკლებია.
რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში ამ დროისთვის, თვითიზოლაციაში 300-მდე ადამიანი იმყოფება.