114 გამოჯანმრთელებული და ერთი გარდაცვლილი – კოვიდსტატისტიკა სამეგრელო-ზემო სვანეთში

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 404 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 114 პირი, გარდაიცვალა ერთი ადამიანი.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გარდაცვლილი 62 წლის ქალი სენაკის “არქიმედეს” კლინიკში გადიოდა მკურნალობას.

რაც შეეხება კოვიდდადასტურებულ პაციენტებს რეგიონის მასშტაბით, ბოლო 24 საათის მონაცემი ასე გამოიყურება:

რუხის საავადმყოფოში 153 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 85 პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძისაა, ხოლო 11-ის მძიმე. სენაკის კლინიკა „სენამედში“ იმყოფება 39 პირი, მათ შორის ხუთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. ფოთის კლინიკაში 40 კოვიდინფიცირებულია მოთავსებული, მათ შორის მძიმე მდგომარეობაში 11. ზუგდიდის რეფერალური ფოსპიტალში 31 მოქალაქე გადის მკურნალობას. აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში 28 კოვიდინფიცირებული პაციენტია მოთავსებული.

ბოლო 24 საათის მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში 108 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები