ქვემო ქართლში კორონავირუსის 245 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

ქვემო ქართლში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 245 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

“დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 837 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 461 შემთხვევა, აჭარა – 263, იმერეთი – 646, ქვემო ქართლი – 245, შიდა ქართლი – 262, გურია – 100, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 404, კახეთი – 254, მცხეთა-მთიანეთი – 90, სამცხე-ჯავახეთი – 86, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 26”, – განაცხადაბერდია სიჭინავამ.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 44 ადამიანი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები