“ჯორჯიან მანგანეზის” ხელშეწყობით, ჭიათურასა და ზესტაფონში ხატვის კონკურსი გაიმართა
„ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ორგანიზებული ხატვის კონკურსი თემაზე „მომავალი შენია“, წელს, ონლაინრეჟიმში გაიმართა.
კონკურსში მონაწილეობა ჭიათურისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების მასშტაბით, თითქმის ყველა საჯარო სკოლის მოსწავლემ და 12 წლის ზევით მოზარდებმა მიიღეს.
აღნიშნული კონკურსის ფარგლებში, ჭიათურაში 35-მდე ნამუშევარი შევიდა. ნახატები, სამხატვრო ხელოვნების სკოლაში, სამი კაცისგან შემდგარმა კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა და მათგან 6 მოსწავლის 7 ნამუშევარი შეარჩია.
ჟიურის წევრები ჭიათურის სამხატვრო სკოლის დირექტორი ზურაბ ცერცვაძე, სახვითი ხელოვნების პედაგოგი კახაბერ ხვედელიძე და სამხატვროს სკოლის დირექტორის მოადგილე ნაირა ბაბლიძე გახლდნენ.
გამარჯვებული ნამუშევრების ავტორები არიან: კარლო ცუცქირიძე – „მომავლის ქალაქი“, ვიკა სამხარაძე – „პანდემიასთან ბრძოლა“, ხათუნა სამხარაძე – „ნატურმორტი“, ქრისტინე მოდებაძე „ნატურმორტი“, ელენე ბრეგვაძე „ზამთარი“, მირანდა ჩაჩანიძის ორი ნამუშევარი: „ბალერინა“ და „გაზაფხული“.
რაც შეეხება ზესტაფონს, ხატვის კონკურსის გამარჯვებული ექვსეული ქალაქის სამხატვრო სკოლის სპეციალისტებმა 40-მდე ნამუშევრიდან გამოავლინეს. კომპეტენტურმა ჟიურიმ საბოლოო გადაწყვეტილება იმ მოზარდების ნახატების სასარგებლოდ მიიღო, რომელთა ნამუშევრები კონკურსის თემატიკას ყველაზე მეტად შეესაბამებოდა.
გამარჯვებულები არიან: ზესტაფონის #2 საჯარო სკოლის მოსწავლე მარი სახვაძე; ზესტაფონის #6 საჯარო სკოლის მოსწავლე მარიამ ჭუმბურიძე; ზესტაფონის #1 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა ქურციკიძე; შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლე გიორგი გურგენიძე; ზესტაფონის #7 საჯარო სკოლის მოსწავლე ანა თაბუკაშვილი და დამოუკიდებელი სკოლა „ანაბასისის” მოსწავლე ელენე ჩუბინიძე.
კონკურსში გამარჯვებული მონაწილეების ნამუშევრები „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ შექმნილ 2021 წლის კედლის კალენდარზე დაიბეჭდება, გამარჯვებულებს კი კომპანიის წარმომადგენლები 21-22 დეკემბერს დაასაჩუქრებენ.