კახეთში კორონავირუსით 45-ე პაციენტი გარდაიცვალა

კახეთში კოვიდ 19- ით 45- ე პაციენტი გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, 70 წლის კაცი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ერთ- ერთი სოფლიდან იყო და „ჯეო ჰოსპიტალსში“ რამდენიმე დღის განმავლობაში მკურნალობდა.

დღეს რეგიონში კოვიდ 19- ის 41 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, როგორც დაავადებათა კონტროლის კახეთის განყოფილების ხელმძღვანელმა განაცხადა, ინფიცირებულების კლება, ტესტირებებზე ხალხის მცირე ნაკადმა გამოიწვია.

“ინფიცირებულების კლება იმის გამოა, რომ შაბათ-კვირას , იმის მიუხედავად რომ კლინიკები მუშაობდნენ, ხალხი არ მივიდა ტესტირებაზე, ასევე გუშინდელი დადასტურებული შემთხვევებიდან ბავშვებში კოვიდ 19 არ გამოვლენილა”,- განაცხადა ნელი ხიზანიშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები