უდეში საბავშვო ბაღამდე მისასვლელი გზა გაკეთდა
ადიგენის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტრული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, დასრულდა, სოფელ უდეს საუბნო (საბავშვო ბაღამდე მისასვლელი) გზის მიმართულებით ბეტონის გზის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში მოეწყო 160 გრძ. მ ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხებით, ეზოში შესასვლელებითა და გვერდულებით.
როგორც მერიაში აცხადებენ, სოფელ შოლავერში ეკლესიისა და რიტუალების სახლის მიმართულებით ბეტონის გზის რეაბილიტაციაც დასრულდა. პროექტის ფარგლებში მოეწყო 250 გრძ/ მ ბეტონის საფარი, სანიაღვრე არხებით, ცხაურებით, ეზოში შესასვლელებითა და გვერდულებით.