ბადრი ესებუას ძმას ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

ზუგდიდის რაონულმა სასამართლომ “საქართველოს ბანკის” ყაჩაღობაზე ბრალდებული, ძებნილი ბადრი ესებუას ძმას ბიძინა ესებუას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნატრული აკობიამ მიიღო.

მან სრულად დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით.

დაცვის მხარემ სასამართლოს გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა მოსამართლემ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

იოსებ ჯანაშიას თქმით , სასამართლომ ბიძინა ესებუას საქმე ცალკე წარმოებაში არ მიიღო და ის ბადრი ესაბუას საქმესთან გააერთიანა.

“სამწუხაროდ ხორციელდება ზეწოლა ამ პირზე, რომ ჩაბარდეს პოლიციას მისი ძმა. ამ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა დარღვევა. გრძელდება ის, რომ სასამართლომ კვლავ გაიზიარა ბრალდების მხარის მოთხოვნა, რაც მოკლებული ყოველგვარ საფუძველს. არცერთი გონიერი ადამიანი, როდესაც ხორციელდება მისი ოჯახის თვალთვალი მსგავს საქციელს არ ჩაიდენს. ჩვენი შუამდგომლობა იყო, არ შეეფარდათ აღკვეთის არცერთი სახე, თუმცა მივეცით სასამართლოს იმის შესაძლებლობაც, ალტერნატივის სახით დავაყენეთ გირაოს შუამდგომლობა 10 000 ლარის ოდენობით, თუმცა სასამართლომ ჩვენი არცერთი პოზიცია არ გაიზიარა. წინასასამართლო სხდომა 2021 წლის 20 იანვარს, “,- განაცხადა სოსო ჯანაშიამ.

ბიძინა ესებუას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება და საქმეზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

ბიძინა ესებუას უფლებადამცველების თქმით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავბულს, 4-დან 7-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები