“ სამწუხაროდ თითქმის აღარ გვაქვს რესურსი” – რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო განცხადებას ავრცელებს

რუსთავის ცენტრალური საავადმყოფო სოციალურ ქსელში განცხადებბას ავრცელებს.

“ძალიან გვიჭირს ერთი და იგივე თემაზე ამდენი საუბარი და საზოგადოებაში არსებული უარყოფითი განწყობის კიდევ უფრო გაუარესება. სამწუხაროდ თითქმის აღარ გვაქვს რესურსი და სასწრაფოდ გვესაჭიროება თანამშრომლები სანიტრის პოზიციაზე. მედ-პერსონალი განახევრებულია და ვეღარ ახერხებენ გაუმკლავდნენ პაციენტთა უზომოდ დიდ ნაკადს. გთხოვთ, ვინც სახლში ხართ უმუშევრად და უკვე გადაიტანეთ კოვიდი, დაგვეხმარეთ და შეიტანეთ თქვენი წვლილი თუნდაც ერთი სიცოცხლის გადარჩენაში ანაზღაურების და გრაფიკის პირობების დასაზუსტებლად მოგვწერეთ პირადში.”-ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები