ქუთაისში კორონავირუსით 65 წლის ქალი გარდაიცვალა
ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ქალი გარდაიცვალა. 65 წლის ქალს ვირუსთან ერთად თანმდევი დაავადება ქონდა. პაციენტმა კლინიკას 27 ნოემბერს გამოკვლევისთვის მიმართა და მას კორონავირუსი დაუდასტურდა. თანმდევი დაავადების გამო ის კლინიკურ საავადმყოფოში მოათავსეს, თუმცა მდგომარეობა დაᲛძიმდა და დღეს გარდაიცვალა.
გარდაცვლილის ოჯახის წევრები მომხდარში მედ-პერსონალს ადანაშაულებენ, მათი თქმით, ქალი უყურადღებობის გამო დაიღუპა.