გელათის ტაძრის დაზიანებული სახურავის საქმეზე გამოძიება დაიწყო
გელათის ტაძრის დაზიანებული სახურავის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს. სამსახურმა უნდა დაადგინოს, იკვეთება თუ არა შემსრულებელის პასუხისმგებლობა. უკვე დაიკითხნენ მოწმეები.
სამუშაოები ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა შეასრულა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში შემსრულებელი კომპანიის მხრიდან არაკეთილსინდისიერად განხორციელებულ სამუშაოებზე საუბრობენ.
მათი თქმით, სააგენტომ მოიკოჭლა ინსპექტირების მკაცრ კონტროლში.
მიტროპოლიტი, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველი მეუფე იოანე (გამრეკელი) ამბობს, რომ აუცილებელია სპეციალისტებს ჩართულობით, ფართო შეხვედრის დროს მოხდეს საკითხის განხილვა.
“დღეს მე შევთავაზე, რომ მოხდეს შეხვედრა ოფიციალური, პირდაპირ ეთერში, დაესწრებიან სპეციალისტები, ის წარმომადგენლები, ვისაც ევალება და პასუხისმგებელია და მოხდეს ერთობლივი განხილვა სიტუაციის”,- განაცხადა იოანე გამრეკელმა.