ტიტე აროშიძე: აჭარის უმაღლეს საბჭოსა და აჭარის მთავრობას კვლავ დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებენ

აჭარის უმაღლეს საბჭოსა და აჭარის მთავრობას კვლავ დავით გაბაიძე და თორნიკე რიჟვაძე უხელმძღვანელებენ,- ამის შესახებ „ქართული ოცნების” მაჟორიტარმა დეპუტატმა აჭარის უმაღლეს საბჭოში ტიტე აროშიძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, აჭარის უმაღლეს საბჭოში თუ ოპოზიცია მანდატებზე უარს იტყვის, რეგიონის საკანონმდებლო ორგანო მათ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

ტიტე აროშიძის თქმით, ახალი მოწვევის აჭარის უმაღლეს საბჭოში საკვანძო თანამდებობებზე დეპუტატები გადანაწილდნენ.

„ქართული ოცნების“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის ხელმძღვანელობით დღეს „ქართულ ოცნებაში“ უმრავლესობის ფორმატში შეხვედრა გაიმართა. საბოლოო კონსულტაციების შედეგად მიღებული გადაწყვეტილებით, უმაღლესი საბჭოს 5 მოწვევის პირველ სხდომაზე საკვანძო თანამდებობებზე წარდგენილი იქნებიან: უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე; უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ვიცე სპიკერი – ტიტე აროშიძე; ფრაქცია “ქარული ოცნების” ხელმძღვანელი – გიორგი მანველიძე; საკონსტიტუციო, იურიდიულ და საპროცედურო საკითხთა კომიტეტი – ვლადიმერ მგალობლიშვილი; საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტი – მარინე გვიანიძე; ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი – ილია ვერძაძე; ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტი – ცოტნე ანანიძე; განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომიტეტი – დავით ბაციკაძე; აგრარულ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტი – ფრიდონ ფუტკარაძე; გენდერული საბჭოს თავმჯდომარე – ფატი ხალვაში; ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე – ირაკლი ჭეიშვილი”, – განაცხადა აროშიძემ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები