აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობა ხვალ შეიკრიბება

აჭარის უმაღლესი საბჭოს ახალი შემადგენლობა ხვალ შეიკრიბება. პირველი სხდომა თორმეტ საათზე დაიწყება.
უმაღლეს საბჭოში სულ 21 დეპუტატია. ბარიერი მხოლოდ ორმა პარტიამ გადალახა, საკონსტიტუციო უმრავლესობა კი 14 მანდატით, „ქართულ ოცნებას“ აქვს.

მმართველი პარტიის შემადგენლობაში ცვლილებებია. „ქართული ოცნების“ სიის პირველი ნომერი, თორნიკე რიჟვაძე, ჯაბა ფუტკარაძე და თინათინ ზოიძე აჭარის მთავრობაში გააგრძელებენ მუშაობას. აჭარის უმაღლეს საბჭოში, რიგითობის წესის თანახმად, მმართველი პარტიის სიითი შემადგენლობის პირველი 3 დეპუტატი შედის.

7 მანდატი აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, მაგრამ როგორც ცნობილია, ისინი ბოიკოტის რეჟიმში არიან და მანდატებზე უარს აცხადებენ

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები