ქობულეთში დიოდური გარე განათებები მოიპარეს

ქობულეთში 16 დიოდური გარე განათება მოიპარეს. კომპანიის დირექტორი, ბადრი რომანაძე ,,რეგიონულ კვირასთან” საუბრისას ამბობს, რომ ქურდობის ფაქტი სამუშაო საათების დასრულების შემდეგ მოხდა. კომპანიამ ჯამში ნარგავების გასანათლებლად 256-ცალი დეკორატიული განათება უნდა დაამონტაჟოს. 1 ცალის ღირებულება 150 ლარია. ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ შპს „ჯორჯიან სტოუნს“ სამუშაოები ჯერ არ დაუსრულებია, შესაბამისად მიღება-ჩაბარების დოკუმენტი საბოლოოდ არაა გაფორმებული.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები