თერჯოლაში ბარბარობის დღესასწაულისათვის 400 ოჯახს სურსათი გადაეცემა

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის ლაშა გოგიაშვილის ინიციატივით, ბარბარობის დღესასწაულისათვის 400 ოჯახს სურსათი გადაეცემა.

ლაშა გოგიაშვილი რამდენიმე ოჯახს პირადად ეწვია, სურსათი გადასცა, მათი ყოფითი პრობლემებით დაინტერესდა, ასევე დამდეგი დღესასწაული მიულოცა და ჯანმრთელობა უსურვა.

„სხვადასხვა კატეგორიის ბენეფიციარებისათვის სასურსათო პაკეტის გადაცემა მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაიწყო. 70 წელს გადაცილებულ მარტოხელა მოხუცებს, ობოლ ბავშვებს, მარტოხელა დედებს, სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს სასურსათო პაკეტებს ოჯახებში მიუტანენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, რათა ამ ოჯახებმა მოახერხონ ბარბარობის დღესასწაულის ტრადიციულად აღნიშვნა,”-აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა ლაშა გოგიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები