გორში, ნადირაძის და გვერდწითელის ქუჩების მიმდებარედ სკვერის მოწყობა მიმდინარეობს

გორში ნადირაძისა და გვერდწითელის ქუჩების მიმდებარედ სკვერის მოწყობა მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, პროექტის ღირებულება 39 944 ლარია. პროექტის მიხედვით, მოეწყობა დეკორატიული ქვაფენილი, ფანჩატური, ატრაქციონები, განათება, რეზინის ფილები, დაიდგმება სკამები და სანაგვე ურნები.

“სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში მიმდინარე წელს 38 პროექტის განხორციელება დაიგეგმა. ისინი ადგილობრივმა მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით შეარჩია. 2020 წელს პროგრამისთვის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 2 800 000 ლარი გამოიყო

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები