ჯანდაცვის მინისტრი: ჩვენი მიზანი არა სტაბილიზაცია, არამედ ინფექციის კლებაზე მუშაობაა
ჩვენ ამ ეტაპისთვის, ვაკვირდებით სტაბილიზაციას ინფექციის მაჩვენებლის და 112 – დან მიღებული მონაცემებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზარების 99 %ს არის რეაგირება სასწრაფოს მხრიდან რაც ჰოსპიტალურ სექტორზეც აისახება ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ზუგდიდში განაცხადა.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებით, ამ ეტაპზე რეგულაციების მოხსნის ან შემსუბუქებაზე საუბარი არ არის.
„რეგულაციები მნიშვნელოვანია ინფექციის გავრცელების კომპონენტის ფონზე, თქვენ ასევე აკვირდებით, რომ მნიშვნელოვანი სტაბილიზაცია ხდება ინფექციის გავრცელებისთვის, რაც ასევე მოსალოდნელი იყო ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რეგულაციები სწორად იყო შერჩეული. ჩვენ დამატებით ვიმსჯელებთ ამ კვირის ბოლოს. ჩვენი მიზანი არის არა სტაბილიზაცია არამედ უკვე ინფექციის გავრცელების კლებაზე მუშაობა. ასევე ვადასტურებ, რომ მოსალოდნელია სიკვდილიანობის გაზრდა, ვინაიდან თქვენ იცით, რომ ჩვენთან იყო უპრეცედენტო მაღალი ზრდა ინფექციის, რასაც მუდმივად დაგვიანებით მოსდევს ლეტალობის მაჩვენებელი. ჩვენი ექიმები დგანან ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის სადარაჯოზე და მნიშვნელოვანია, რომ ექიმებს ქონდეთ ხელშეწყობა იმისა, რომ მათ არ ჰქონდეთ სტრესული გარემო თავიანთ სამუშაო პირობებში და დარწმუნებული ვარ, რომ თითოეული ჩვენი მოქალაქის ჯანმრთელობაზე სათანადოდ იზრუნებს ყველა ჩვენი ექიმი. დღევანდელი ინფიცირების რიცხვით, მე არ ვიმსჯელებდი ინფექციის კლებასთან დაკავშირებით ვინაიდან საზოგადოებამ უკვე კარგად იცის, რომ შაბათ კვირის მაჩვენებელი ბევრად უფრო დაბალია ვიდრე კვირის მანძილზე მიღებული შედეგები. მიუხედავად მრავალი მოწოდებისა და ასევე პირველადი ჯანდაცვის სექტორის მზაობისას დაიტესტოს ჩვენი მოქალაქეები ვისაც ეს ესაჭიროება, მაინც დაბალია აქტივობა შაბათს და კვირას” , – განაცხადა ტიკარაძემ.