ეკატერინე ტიკარაძე: რუხის კლინიკა ერთ-ერთი მთავარი საყრდენი წერტილია
200-ზე მეტი პაციენტი გადის რუხის კლინიკაში მკურნალობას და დამატებით კიდევ იგეგმება 50 ინტენსიური და რეანიმაციული საწოლის გამოყოფა – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ზუგდიდში განაცხადა. მინისტრის თქმით, საოკუპაციო ხაზზე მდებარე რუხის კლინიკის გაძლიერებაზე და აღჭურვაზე სამინისტრო პანდემიიის პირველი დღიდან მუშაობდა.
„რუხის კლინიკა ეს არის ერთერთი მთავარი საყრდენი წერტილი სამეგრელოში და საქართველოშიც. ჩვენ პირველი დღიდან ვმუშაობთ მის გაძლიერებაზე. ასევე მობილიზებული არის სამედიცინო პერსონალი, 200-ზე მეტი პაციენტი გადის რუხის კლინიკაში მკურნალობას და დამატებით კიდევ იგეგმება 50 ინტენსიური და რეანიმაციული საწოლის გამოყოფა. ის თანხვედრა ფაქტების, რომ აფხაზეთიდან გადმოსული ინფიცირებული ადამიანების გადაყვანა ხდება სხვა რეგიონებში ეს არა იმიტომ, რომ ამისათვის მზად არ არის არამედ იმ მომენტისთვის ექიმი საჭიროდ მიიჩნევს, რომ პაციენტის გადაყვანა უნდა მოხდეს სხვა რეგიონში. ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ამ მომენტისთვის ქვეყნის მასშტაბით, 7000 საწოლი თავისუფალია. „7000 ზე მეტი საწოლი არის ამ მომენტისთვის კოვიდისთვის მობილიზებული და ასევე არის საშუალება რომ დაემატოს კიდევ 3000. გამომდინარე იქიდან, რომ თუ რა რაოდენობის საწოლები გვაქვს ჩვენ დღეის მონაცემებით თავისუფალი, არ იგეგმება დამატებით საავადმყოფოების ჩართვა. საჭიროების შემთხვევაში ჰიბრიდულ საავადმყოფოებში გამოიყოფა დამატებითი საწოლები“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.