აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, აჭარაში კორონავირუსის გავრცელების კუთხით სტაბილიზაცია შეინიშნება. რაც აღინიშნება შაბათ-კვირას ტესტირების შედარებით დაბალი ინტენსივობით. ნინო ნიჟარაძის ინფორმაციით, აჭარაში კორონავირუსის 212 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
“უკანასკნელ პერიოდში ეპიდსიტუაციის სტაბილიზება შეინიშნება, დღე-ღამის განმავლობაში ახალი შემთხვების რაოდენობა 212 იყო და ორჯერ მეტი გამოჯანმრთელებული გვყავდა. 412 გამოჯანმრთელდა და ჯამში, რეგიონში 25 ათასი პირი გვყავს გამოჯანმრთელებული. ტესტირება გაფართოებული ფორმატით მიმდინარეობს და ამაში ყველა პოლიკლინიკა არის ჩართული. ყოველდღიურად 1700-1800 ტესტირება ტარდება, და შაბათ-კვირის ინტესივობა შედარებით დაბალი იყო. ინფიცირების პროცენტული მაჩვენებელი შედარებით დაბალია, თუკი ისი 30-35 პროცენტი იყო და ახლა 20 ზე არის დასული, რეალურად შემთხვევები ნაკლები დაინფიცირების არის, მაგრამ აქვე აღვნიშნო, რომ ეს პროგნოზი არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ვისაუბროთ რაიმე ხანგრძლივ ტენდენციებზე. მიმდინარე კვირა ისევ კრიტიკული გახლავთ, და შემთხვევების რაოდენობა აბსოლუტურად განსაზღვრავს, მომდევნო ტენდენციას. თუკი აღნიშნული ტენდენცია შენარჩუნდება, მკვეთრად გამოხატული კლებადი ტენდენცია – ეპიდემიოლოგიური სიტუაციაც იქნება კეთილსაიმედო. ჯერ-ჯერობით მოსახლეობას ყველა წესის მკაცრად დაცვისაკენ მოვუწოდებ. სტაციონარებში დაახლოებით, 200 თავისუფალი საწოლი ყოველდღიურად გვაქვს, ასევე თავისუფალი ნომრები კოვიდსასტუმროებშიც გვაქვს, ვგეგმავთ რამდენიმე კოვიდ სასტუმროს დახურვას. რაც შეეხება, საავდმყოფოში ინტესნიური თერაპიის საწოლების რაოდენობას, აქაც საწოლები თავისუფალ მდგომარეობაში გვაქვს და მიმდინარე კვირაში საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროდან ველოდებით ჟანგბადის დამატებით აპარატებს, რაც ხელს შეგვიწყობს დავდეგმოთ მომდევნო პერიოდი არაკოვიდ პაციენტებისათვის სამედიცინო დახმარების უპრობლემოდ გაწევაში, ასევე კოვიდიანებში. ზოგადი მდგომარეობა სტაბილურია თუმცა მიმდინარე კვირა კრიტიკული რჩება, ჯერ-ჯერობით ხანგრძლივ პროგნოზებზე გვიჭირს საუბარი. ზოგადად სტაბილიზაციაზე და სტაბილურ მდგომარეობაზე შეიძლება საუბარი, როცა შემთხვევების რაოდენობა მკვეთრად შემცირებული იქნება. ჩვენ ვცდილობთ აღნიშნული ტენდენცია შევინარჩუნოთ და გავხადოთ კიდევ უფრო კლებადი”,- განაცხადა ნიჟარაძემ.
ამ ეტაპზე, აჭარაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 82 პაციენტი, კოვიდსასტუმროებშია 1332, საკარანტინო სივრცეშია – 146. ხოლო თვითიზოლაციაშია 8667 პირი.