კახეთში კორონავირუსის 41 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

კახეთში კოვიდ 19- ის 41 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
ინფორმაცია ამის შესახებ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

” დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 337 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 571 შემთხვევა, აჭარა-212, იმერეთი-147, ქვემო ქართლი-168, შიდა ქართლი-48, გურია-16, სამეგრელო-ზემო სვანეთი-74, კახეთი-41, მცხეთა-მთიანეთი-41, სამცხე-ჯავახეთი-18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-1″,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები