ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა შედარებით იკლო. ბოლო 24 საათში 1 337 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
მთავრობის ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 337 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 571 შემთხვევა, აჭარა-212, იმერეთი-147.
ქვემო ქართლი-168, შიდა ქართლი-48, გურია-16, სამეგრელო-ზემო სვანეთი-74, კახეთი-41, მცხეთა-მთიანეთი-41, სამცხე-ჯავახეთი-18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-1.
რაც შეეხება იმერეთის მონაცემებს, ამ ეტაპზე, ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 1 419, მძიმე პაციენტია -239, სუნთქვის აპარატზე-52 ადამიანი. კოვიდსასტუმროშია 288 ადამიანი, საკარანტინე სივრცეებში -15. თვითიზოლაციაში -6 319.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით 49 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 839 პირი ემსხვერპლა.