სამეგრელოში კოვიდ-19-ით ერთი პაციენტი გარდაიცვალა, 146 გამოჯანმრთელდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 74 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი ადამიანი.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 56 წლის მამაკაცი მკურნალობის კურსს, ქუთაისის კოვიდკლინიკა გადიოდა.
რაც შეეხება კოვიდდადასტურებულ პაციენტებს რეგიონის მასშტაბით, ბოლო 24 საათის მონაცემი ასე გამოიყურება:
რუხის საავადმყოფოში 147 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 80 პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძისაა, ხოლო 9-ის მძიმე. სენაკის კლინიკა „სენამედში“ იმყოფება 39 პირი, მათ შორის ხუთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო რვა პაციენტის საშუალო სიმძიმისაა. ფოთის კლინიკაში 42 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის მძიმე მდგომარეობაშია 10 პირი. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 30 მოქალაქე გადის მკურნალობას, მათ შორის მძიმე 4 პაციენტის მდგომარეობაა. აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში 25 კოვიდინფიცირებული პაციენტია მოთავსებული.
რეგიონის მასშტაბით, გასული დღე-ღამის განმავლობაში 146 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
გასული 24 საათის მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით, სულ საკარანტინო სივრცეში 116 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები