ადვოკატის განცხადებით, ბიძინა ესებუას დაკავება “საქართველოს ბანკზე” თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუაზე ზეწოლის გამო მოხდა

ბიძინა ესებუას ბრალი გუშინ გვიან ღამე ოფიციალურად წარედგინა. გამოძიება მას ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავება. ადვოკატების ინფორმაციით, ბრალის წარდგენის შემდეგ ესებუამ გამოძიების კითხვებს უპასუხა. ის ბრალს არ აღიარებს და აცხადებს, რომ მისი დაკავება უკანონოდ მოხდა.

“ჩვენებაში განმარტა დეტალურად თუ სად ეყენა ავტომობილი. სავარაუდოდ სად განხორციელდა ასაფათქებელი და საბრძოლო მასალის ჩადება, ასევე აღწერა მისი დაკავების დეტალები. ეს იყო ჩვენებაში, რაც ჩამოაყალიბა.  ბრალი წარედგინა გადმოგვეცა საქმის მასალები. ხვალ ბრალდების მხარე მიმართავს სასამართლოს მიმართავს აღმკვეთი ღონისძიების მოთხოვნით”,-განაცხადა ესებუას ერთ-ერთმა ადვოკატმა, იოსებ ჯანაშიამ.

მისივე განცხადებით, ბიძინა ესებუას დაკავება განხორციელდა მხოლოდ იმიტომ რომ ამით “საქართველოს ბანკის” თავდასხმაში ძებნილის, მისი ძმის ბადრი ესებუაზე განხორციელდეს ზეწოლა მისი ოჯახის წევრის დაკავების შედეგად, რათა ბადრი ესებუა გამოცხადდეს პოლიციაში და ჩაბარდეს.

ადვოკატების განცხადებით, ზეწოლა ხორციელდება ესებუების ოჯახზე და მათის ოჯახის სხვა წევრების დაკავებების სერიებს არ გამორიცხავენ.

ბიძინა ესებუას 12 დეკემბერს დააკავეს. ის ამ დრომდე,  წინასწარი დაკავების იზოლატორში რჩება. მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო სავარუდოდ დღეს იმსჯელებს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები