ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში ბიძინა ესებუას ბრალი ამ წუთებში წარედგინება.
ზუგდიდის სამხარეო პოლიციაში ბიძინა ესებუას ბრალი ამ წუთებში წარედგინება.
პროცესს დაკავებულის ადვოკატები – სოსო ჯანაშია და ხათუნა ჯანაშია ესწრებიან, რომლებიც ვრცელ კომენტარს ბრალის წარდგენის დასრულების შემდეგ გააკეთებენ.
გამოძიება “საქართველოს ბანკის” თავდასხმაზე ძებნილი ბადრი ესებუას ძმას, ბიძინა ესებუას, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერებისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.