ქუთაისში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა
ქუთაისში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა ნიკეას დასახლებაში მოხდა. 50 წლამდე მამაკაცს გადაადგილების პრობლემა ჰქონდა, რის გამოც ბინიდან გასვლა ვერ მოახერხა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ჯერჯერობით უცნობია, გამომწვევი მიზეზი.
შს სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.