ბათუმში, მთავრობის სახლიდ წინ ოპოზიციის საპროტესტო აქცია გრძელდება

ბათუმში, გაერთიანებული ოპოზიციის საპროტესტო აქცია გრძელდება. ოპოზიციონერი დეპუტატები განცხადების დაწერას აპირებენ, გადაწყვეტილება აჭარის უმაღლეს საბჭოში შესვლაზე უარის თქმის ნიშნად მიიღეს.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით აქციები ე.წ ,,თავისუფლების კვარტალში” გაგრძელდება მანამ, სანამ არ მიიღება შედეგი. მათივე თქმით, 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო და უმაღლესი საბჭოს არჩევნები არალეგიტიმურია.

შეგახსენებთ რომ, აჭარის მთავრობის სახლთან საპროტესტო აქცია მიმდინარე წლის 31ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მიმდინარეობს. ადგილზე განთავსებულია კარვები, სადაც ოპოზიციის ლიდერები და მათი მიმდევრები 24 საათის განმავლობაში პროტესტის ნიშნად რჩებიან

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები