ახალი კორონავირუსული ინფექცია დაამარცხეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ვანის ცენტრის მედიკოსებმა. ინფექცია ცენტრის 17 თანამშრომელს ჰქონდა, რის გამოც ვანის მოსახლეობას მეზობელი მუნიციპალიტეტების სასწრაფო დახმარების ბრიგადები ემსახურებოდნენ.
ვანის მოსახლეობისთვის სასწრაფოს ორი ბრიგადაა გამოყოფილი, ამ დროისათვის ორივე ბრიგადა ადგილზე სრული შემადგენლობით იმყოფება.
გასული 24 საათის განმავლობაში იმერეთში ვირუსის 362 შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულების დიდი ნაწილი ქუთაისზე მოდის.