ბოლო 24 საათში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 2 720 ახალი შემთხვევიდან იმერეთში 362 შემთხვევა დადასტურდა.
მთავრობის ინფორმაციით, ამ დროისათვის იმერეთის საავადმყოფოებში 1 409 პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 215-ის მდგომარეობა მძიმეა. სუნთქვის აპარატზე იმყოფება -55.
იმერეთის კოვიდსასტუმროებში 297, ხოლო საკარანტინე – 17 ადამიანია მოთავსებული.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსით გარდაცვალების 46 ახალი შემთხვევაა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 790 პირი ემსხვერპლა