“ჯორჯიან მანგანეზის” საწარმოო ობიექტები, პანდემიის პირობებში, ყველა მოთხოვნას აკმაყოფილებენ
„ჯორჯიან მანგანეზის“ საწარმოო ობიექტები, ყველა იმ მოთხოვნას აკმაყოფილებს, რომელიც კორონავირუსის პანდემიის დროს, პრევენციული ღონისძიებების სახით უნდა იყოს დაცული.
კომპანიის ობიექტების მდგომარეობა ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ შეამოწმა. კერძოდ, სააგენტომ დადებითად შეაფასა შემდეგი ობიექტების მდგომარეობა: დარკვეთის მაღარო; თხილისწყალის უბანი; პერევისა N 2 უბანი; ახალი ფაბრიკა და ცოფ 2; კარიერები სიამაყე 1 და სიამაყე 2; ბაზალტების კარიერი; რგანის კარიერი N 27; ე.წ. სანატორიუმი და კომბინატის შენობა.
ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის გათვალისიწინებით, „ჯორჯიან მანგანეზი“ დასაქმებულების უსაფრთხოების მიზნით, პრევენციული ღონისძიებების გაძლიერებულ კონტროლს ახორციელებს. კომპანიაში დასაქმებულებს სისტემატურად უტარდებათ PCR ტესტირება.
„ჯორჯიან მანგანეზის“ საწარმოო ობიექტებსა და ე.წ. სანატორიუმში მიმდინარეობს ყოველდღიური თერმოსკრინინგი. კომპანიის მფლობელობაში არსებულ ყველა ობიექტის შესასვლელში განთავსებულია ე.წ. დეზობარიერები. სამუშაო თუ დასასვენებელ სივრცეებში მუდმივ რეჟიმში ხორციელდება სადეზინფექციო სამუშაოები, ასევე, დეზინფექცია უტარდება ყველა სატრანსპორტო საშუალებას.
მიმდინარეობს დასაქმებულების მონიტორინგი პირბადეების სწორად გამოყენებასა და ანტისეპტიკური ხელსაბანი ხსნარების მუდმივად მოხმარების შესახებ. ასევე, ყველა საწარმოო ტერიტორიაზე, საინფორმაციო ბანერებია განთავსებული, სადაც ახალი კორონავირუსის პრევენციისთვის ექიმთა რეკომენდაციებია ასახული.
„ჯორჯიან მანგანეზი“ მთავრობის ყველა განკარგულებასა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციებს ზედმიწევნით ასრულებს.