რუსთავში კორონავირუსის ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა
რუსთავში, გასული 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსის 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც იმას ნიშნავს რომ ახალი ანტირეკორდი დაფიქსირდა.
რაც შეეხება მთლიანად რეგიონს, ქვემო ქართლში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 231 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბში განაცხადეს.
„დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 720 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 240 შემთხვევა, აჭარა – 219, იმერეთი – 362, ქვემო ქართლი – 231, შიდა ქართლი – 156, გურია – 40, სამეგრელო და ზემო სვანეთი – 203, კახეთი – 142, მცხეთა-მთიანეთი – 84, სამცხე-ჯავახეთი – 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0“ ,- ნათქვამია ინფორმაციაში.