“სენამედის“ კლინიკაში კოვიდ-19-ით ერთი პაციენტი გარდაიცვალა

სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების 203 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი ადამიანი.
სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 87 წლის მამაკაცი მკურნალობის კურსს, სენაკის კოვიდკლინიკა “სენამედში” გადიოდა.
რაც შეეხება კოვიდდადასტურებულ პაციენტებს რეგიონის მასშტაბით, ბოლო 24 საათის მონაცემი ასე გამოიყურება:
რუხის საავადმყოფოში 148 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს, მათ შორის 70 პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძისაა. სენაკის კლინიკა „სენამედში“ იმყოფება 39 პირი, მათ შორის ხუთი მათგანის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო რვა პაციენტის საშუალო სიმძიმისაა. ფოთის კლინიკაში 41 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათ შორის მძიმე მდგომარეობაშია 12 პირი. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში 30 მოქალაქე გადის მკურნალობას. აბაშის „ევექსის“ კოვიდკლინიკაში 26 კოვიდინფიცირებული პაციენტია მოთავსებული.

რეგიონის მასშტაბით გასული დღე-ღამის განმავლობაში 323 ადამიანი გამოჯანმრთელდა.
ბოლო 24 საათის მონაცემებით, რეგიონის მასშტაბით სულ საკარანტინო სივრცეში 116 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები