კლინიკა “რუსთავის” ექიმი კორონავირუსით გარდაიცვალა

კლინიკა “რუსთავში” 63 წლის ქირურგი ნუგზარ სამხარაძე კორონავირუსით გარდაიცვალა. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” სამედიცინო დაწესებულების დირექტორმა ლუკა სალუქვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ექიმს მძიმე თანმხლები დაავადებები აღენიშნებოდა, კოვიდინფექციამ კი მისი მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა.

“მას საკმაოდ მძიმე დაავადებები აქვს გადატანილი, შესაბამისად ინფიცირების შედეგად მისი მდგომარეობა დამძიმდა. რამდენიმე დღის განმავლობაში ვმართავდით მის მდგომარეობას, მაგრამ მიუხედავად ჩატარებული მკურნალობისა, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი”, – განაცხადა ლუკა სალუქვაძემ

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები