თელავი-ყვარლის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავარიისას დაცვის პოლიციის თანამშრომელი დაიღუპა
თელავი-ყვარლის საავტომობილო გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევისას დაშავებული დაცვის პოლიციის თანამშრომელი დაიღუპა. მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა, რის გამოც ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.
შეგახსენებთ, “მერსედერსისა“ და „გოლფის” მარკის ავტომობილები ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც რამდენიმე მგზავრი დაშავდა.
წინასწარი ინფორმაციით, ავარია გადაჭარებებულმა სიჩქარემ გამოიწვია.
მომხდარზე გამოძიება სსსკ-ის 276- ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც
ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.