რუსთავში 700-ზე მეტ შეჭირვებულ ოჯახს, საკვები და ჰიგიენის საშუალებები გადაეცა

რუსთავში მცხოვრებ უკიდურესად შეჭირვებულ 700-ზე მეტ ოჯახს, საკვები პროდუქტი და ჰიგიენის საშუალებები გადაეცა. საქველმოქმედო აქცია, საზოგადოება ,,რუსთაველების” ინიციატივით, მათივე შემოწირულობებით, ადგილობრივი ბიზნეს სექტორის ჩართულობით, სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიის ფარგლებში განხორციელდა.
საკვები პროდუქტი და ჰიგიენის საშუალებები მარჩენალდაკარგულ ოჯახებს, მარტოხელა და მრავალშვილიან დედებს,  მოხუცებს, ვეტერანებს, პირველი და მეორე ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს გადაეცათ. საქველმოქმედო აქციას მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების პრეზიდენტი ნათია ლოლაძე.
,,გავერთიანდით მთელი რუსთავი და დღეს ვიწყებთ იმ ადამიანების დახმარებას, რომელთაც ყველაზე მეტად ჭირდება კოვიდპანდემიიდან გამომდინარე. მე მინდა მადლობა ვუთხრა პირველ რიგში ,,წითელ ჯვარს”, რომელიც ძალიან აქტიურად არის ჩართული ამ პროცესებში, ასევე განსაკუთრებული მადლობა ვუთხრა თითოეულ ბიზნესმენს და ბიზნესჯგუფს, რომელიც ეხმარება რუსთავს და რუსთაველებს ამ რთულ პერიოდში”,- განაცხადა ნინო ლაცაბიძემ ჟურნალისტებთან საუბარში.
 რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, დღევანდელი საქველმოქმედო აქციის ფარგლებში სასურსათო კალათები და ჰიგიენის საშუალებები გადანაწილდება ყველაზე შეჭირვებულ ოჯახებზე, მათზე, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება. ,,დღევანდელი აქცია განხორციელდა საზოგადოება ,,რუსთაველების” ინიციატივით, ბიზნესის მხარდაჭერით და მუნიციპალიტეტის ჩართულობით. დახმარება პირველ ეტაპზე გაეწევა, იმ მოწყვლად ჯგუფებს, რომელსაც ყველაზე მეტად ჭირდება დახმარება. მე ვფიქრობ, რომ მსგავსი აქტივობა და მსგავს საქველმოქმედო აქციაში ჩართვა, ყველა ჩვენთაგანის ვალია”, განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.
დღევანდელ საქველმოქმედო აქციას საზოგადოება ,,რუსთაველებთან” ერთად შეუერთდა კომპანია ,,რუსთავი დეველოპერი”, ,,დენსი”, ,,დელ ფუდი”, ,, ფორ დირექშენს ჯორჯია”, ,,სოლო”, ,,აქს იმპორტი”, ,,მეგა ცემენტი”, ,,ლკ”, #2 სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრი, “გია 2019″ დახმარების პაკეტების დარიგება ,,წითელი ჯვრის” მოხალისეებმა და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამშრომლება უზრუნველყვეს. საზოგადოება ,,რუსთაველებმა” რუსთავში მსგავსი აქცია რამდენჯერმე განახორციელა, ამ დროისთვის დახმარება 3000-ზე მეტმა ოჯახმა მიიღო

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები