ეპიდვითარების გამო, ​მცხეთის სამედიცინო ცენტრს 32 საწოლზე გათვლილი განყოფილება დაემატა

მცხეთის სამედიცინო ცენტრი კოვიდინფიცირებული პაციენტების ახალი ნაკადის მისაღებად ემზადება.

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ქვეყანაში არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სამედიცინო დაწესებულებას დაემატა კიდევ ერთი, 32 საწოლზე გათვლილი განყოფილება, სადაც კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს მიიღებენ. პალატა აღჭურვილია უახლესი აპარატურით.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 187 006 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 154 241-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1746 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 1017 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6881 პაციენტი. ​კოვიდ-სასტუმროში – 3400 ადამიანი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები