ზუგდიდში 360 დევნილი ოჯახისთვის ბინების განაწილების კენჭისყრა გაიმართა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ზუგდიდში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 360 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გადასცემს. დღეს, საცხოვრებელი ფართები კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. კენჭისყრის პროცედურის შედეგად, გამოვლინდა კონკრეტულად რომელ ბინას მიიღებენ დევნილი ოჯახები. ოთახების რაოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება.
ამ ეტაპზე, სამეგრელოს რეგიონში დევნილთა საცხოვრებელი 68 ნგრევადი შენობა იხურება.
იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს ახალი ბინების გასაღები უახლოეს დღეებში გადაეცემათ.