ბიძინა ესებუასთან იზოლატორში ოჯახის მიერ დაქირავებული ადვოკატი შევიდა

 

სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორში ბიძინა ესებუასთან, ოჯახის მიერ დაქირავებული ადვოკატი ხათუნა ჯანაშია შევიდა.

ესებუების ოჯახის მიერ დაქირავებლმა ადვოკატმა, იზოლატორში შესვლამდე საქმის დეტალებზე არ ისაუბრა.

მისი თქმით, იგი კომენტარს დაკავებულთან შეხვედრის შემდეგ გააკეთებს.

“ჯერ-ჯერობით არანაირ ინფორმაციას არ ვფლობ. უნდა შეხვდე ბიძინა ესებუას, უნდა გავეცნო მასალებს და ამის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს”, – განაცხადა ხათუნა ჯანაშიამ.

ზუგდიდში “საქართველოს ბანკის” ყაჩაღობაში ძებნილი ბადრი ესებუას ძმა, ბიძინა ესებუა პოლიციამ დღეს დააკავა.

გამოძიება ბიძინა ესებუას, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები