ახალციხეში კორონავირუსით ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა
ახალციხეში კორონავირუსით 39 წლის მამაკაცი დღეს გარდაიცვალა.
სამცხე–ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეგიონში გარდაცვლილთა რაოდენობა 30–მდე გაიზარდა.
რაც შეეხება ინფიცირებულებს, ბოლო 24 საათში, რეგიონში კორონავირუსით კიდევ 94 ადამიანი დაინფიცირდა, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი უკვე რამდენიმე დღეა ბორჯომში ფიქსირდება.