ბიძინა ესებუა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის იზოლატორშია მოთავსებული

“საქართველოს ბანკზე” თავდასხმაში ძებნილი ბადრი ესებუას ძმა ბიძინა ესებუა სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორშია მოთავსებული.

გამოძიება ბიძინა ესებუას, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.

რაც შეეხება ოჯახის წევრებს, ბიძინა და ბადრი ესებუას მამის, ტარიელ ესებუას განცხადებით, იგი დაბარებულია ზუგდიდის პოლიციაში, თუმცა, ამ დრომდე, იგი სამხარეო პოლიციაში არ გამოცხადებულა.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები