ახალციხის სამხატვრო სკოლას რეაბილიტაცია უტარდება

ქალაქ ახალციხეში სამხატვრო სკოლის სრული რეაბილიტაცია დაიწყო. ამის შესახებ “რეგიონულ კვირას” ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

“პროექტის ფარგლებში საკლასო სამუშაო ოთახებთან ერთად, მოეწყობა საგამოფენო დარბაზი.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, სამხატვრო სკოლის მოსწავლეები თანამედროვე სტანდარტების მქონე გარემოში შეძლებენ სწავლას”,- წერია განცხადებაში.

ცნობისთვის, პროექტი მოსწავლე-ახალგაზრდობის ხელშეწყობისა და სასწავლო პირობების გაუმჯობესების მიზნით ხორციელდება.

შეგახსენებთ, რომ სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით 275 520 ლარით ფინანსდება.

კომენტარები

კომენტარები

სხვა სიახლეები